­

ჩიპის ნაკრები Ion 520™

 

კატალოგის ნომერი: A27762

აღწერა:

Ion 520 ჩიპის ნაკრები მოიცავს 8 ბარკოდირებულ ჩიპს, რომლებიც გამიოყენება Ion S5 და Ion S5 XL სექვენირების სისტემებზე. Ion 520 ჩიპის გამოყენებით ელექტრონულად ხდება თითოეული ნუკლეოტიდის ჩართვის დეტექცია პოლიმერიზაციისას, ფლუორესცენტული სიგნალის გარეშე. ოპტიკაზე ორიენტირებული დეტექციის სისტემის თავიდან აცილება შემდეგი თაობის სექვენირების ტექნოლოგიას ანიჭებს სისწრაფეს. ამ შემთხვევაში, 200 bp სიგრძის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის სექვენირების დრო 2.5 საათზე ნაკლებია.

Ion 520 ჩიპის ნაკრების მახასიათებლები:

  • ნიმუშის კონტროლის ფუნქცია ინტეგრირებული ბარკოდის მეშვეობით;

  • რეაქციის სისწრაფე: მხოლოდ 2.5 - 4 საათში 3-6 მლნ რიდის გენერირება;

  • რიდების სიგრძე 600 აზოტოვან ფუძემდე მრავალი სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტის შესრულების შესაძლებლობას ქმნის, მათ შორის გენთა მიზნობრივი სექვენირება და მიკრობთა სექვენირება;

  • თავსებადობა ბიბლიოთეკის მომზადების თანამედროვე მეთოდებთან.


შენიშვნები:

აღნიშნული ნაკრები თავსებადია მხოლოდ Ion S5 და Ion S5 XL სისტემებთან.
ნაკრები თავსებადია მხოლოდ Ion 510/Ion 520/Ion 530 Chef-ნაკრებთან, Ion 520/Ion 530 ExT Chef-ნაკრებთან, და Ion 520 & Ion 530 OT2 ნაკრებთან.

სპეციფიკაციები:

რიდების რაოდენობა თითოეულ ჩიპზე:

3-6 M

გამოიყენება აპარატურასთან:

Ion S5™ სისტემა, Ion S5™ XL სისტემა

პროდუქტის ხაზი:

Ion 520™

პროდუქტის ზომა:

8 ჩიპი

ტრანსპორტირების პირობები:

ოთახის ტემპერატურა